четверг, 1 сентября 2011 г.

ეკოლოგიურიკვალი-შავი ზღვის ადლიის სანაპირო ზოლი


1.       პროექტის სახელწოდება:ეკოლოგიური კვალი-შავი ზღვის ადლიის სანაპირო ზოლი.
2.       პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები   ამ პროექტის განხორციელებისას ისწავლიან თუ რას ნიშნავს ეკოლოგიური კვალი,რა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს და რა არის ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
3.       პროექტის აქტუალობა: დღეს ეკოლოგიური პრობლემები აქტუალურია იმდენად ,რამდენადაც ეკოლოგიური  პრობლემა -გლობალური პრობლემაა.მაგ:გლობალურიდათბობა, წყლის დაბინძურება ,ნარჩენები.
შავი ზღვის ეკოლოიური პრობლემა ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას რაც ეკონომიკურად აისახება თითოეულ მოსახლლეზე.
4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეისწავლონ და ყურადღემა გაამახვილონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის-ადლიის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პრობლემებზე და შეიმუშავონ მათი გადაჭრის გზები.  განუვითარდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები:დაკვირვების, კვლევა-ძიების,დასკვნების გამოტანის ,საკუთარი აზრის გამოხატვის, პრობლემის გადაჭრის .
5.       მონაწილეთა ასაკი:მეთორმეტე კლასი.
6.       ვადები:ორი თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები:მოახდინონ ფოტო-მასალის შეგროვება, ნახატების შექმნა, ინფორმაციის გაანალიზება და დასკვნებია გამოტანა.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო მასალები, ინტერნეტის გამოყენება,ინფორმაციების შეგროვება -საუბრები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან.
9.       პროექტის მსვლელობა: კლას დავყოფ ჯგუფებად.
პირველმა ჯგუფმა წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზოცია ეკოლოგიურ მდოგმარეობაზე და გამოყს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და დასახოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა.
დაწერონ თავისი სოფლის   მოკლე ისტორია „ ჩემი სოფელი გუშინ და დღეს“      
მეორე ჯგუფმა - მომამზადოს პრეზენტაცია, შექმნან ნახატები, გადაიღონ ფოტო სურათები. ჩამოართვან ინტერვიუ ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.  
როდესაც ორივე ჯგუფ წარმოადგენს თავის დავალებას, გაიმართება დისკუსია რომელი პრობლემის გადაწყვეტა უფრო აქტუალურია. მოხდეს შეჯერება და გამოიყოფა ერთი აქტუალური თემა „   სახელწოდება: ეკოლოგიური კვალი-შავი ზღვის ადლიის სანაპირო ზოლი.“
დანაგვიანების გამომწვევი მიზეზები.


პრობლემის გადაჭრის გზა:
მოსახლეობაში უნდა ამაღლდეს თვით შეგნება რომ არ დაანაგვიანონ სანაპირო ზოლი, მოსწავლე ახალგაზრდობაში ჩავატაროთ დისკუსები, კონფერენციები თემებზე „ გადავარჩინოთ შავი ზღვა“, „შავი ზღვის ძუძუმწოვრები“ და ა.შ       

10.   პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო შავლიძე      
11.   პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:cicinoshavlidze@gmailcom
12.   პროექტის ბლოგი: cicinoshavlidze.blogspot.com